ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაციის ნაწილი წლის ბოლოს დასრულდება

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ნაწილი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2022 წელს კი, ფალიაშვილის ქუჩაზე 15-მდე შენობის ფასადი განახლდება. ასევე იგეგმება ტროტუარების, ბორდიურების, გადასასვლელების რეაბილიტაცია.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციაც.  ბაღში განახლდება როგორც ინფრასტრუქტურული, ისე დენდროლოგიური კომპონენტებიც.

"განახლებული რეგიონების" პროექტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.


როგორც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, ფალიაშვილის ქუჩაზე ბევრი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მიეკუთვნება და რეაბილიტაციის პროცესში ეს ფაქტორი გათვალისწინებულია. 


„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტი „განახლებული რეგიონები“ აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისში. პროექტი დავიწყეთ ფალიაშვილის ქუჩის შენობების ფასადების რეაბილიტაციით და სულ მალე დასრულდება პირველი შენობის ფასადის სრული განახლება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ქუჩაზე ბევრი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მათი რეაბილიტაციის პროცესში ეს ფაქტორი გათვალისწინებულია."- ამბობს ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი. 






FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -4 - 6 °C
img
ქუთაისი -5 - 4 °C
img
ბათუმი 1 - 6 °C
img
სოხუმი 0 - 6 °C
img
ფოთი 0 - 6 °C
img
თელავი -2 - 4 °C
img
მესტია -15 - -6 °C
img
ზუგდიდი -4 - 4 °C
img
ბორჯომი -11 - -1 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დღეს, ქუთაისში გაიმართება ფილმის - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩვენება

დღეიდან, 3 იანვრიდან  ქუთაისში,  კინო "საქართველოში" გაიმართება  ფილმის - რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" ჩვენებები.
13:22 / 03.01.2022
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
22:44 / 29.12.2021
ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ხმაურია
ქუთაისის საკრებულო ქალაქის მერისთვის ხელფასის ზრდაზე მსჯელობს.
16:12 / 29.12.2021