მესამე კვარტალში საქართველოში $299 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 1,4%-ით,

ანუ 4,2 მილიონით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, ზრდა ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.

მესამე კვარტალში $299 მილიონიდან $293,3 მილიონი რეინვესტიცია იყო. რეინვესტიცია კომპანიის მიერ მიღებული მოგების ინვესტიციაში ჩაბრუნებას გულისხმობს.

მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში კი, FDI-ის მოცულობამ $728,4 მილიონი შეადგინა — წლიური ზრდა 3,2%-ია.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი მოცულობის ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან და ჩეხეთიდან განხორციელდა.

ყველაზე დიდი ინვესტიციები საფინანსო და ენერგეტიკის სექტორებში დაფიქსირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *