მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის სუსტად, თუმცა თავს გრძნობს უკეთ.

ადვოკატი მადლობას უხდის სახალხო დამცველს, რომელმაც ღირსების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვად შეაფასა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის და კადრების გასაჯაროების ფაქტი, ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრების შეუძლებლობა არაარგუმენტირებული და უკანონო იყო.

სახალხო დამცველს, ჩვენც, დაცვის მხარეც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ ის ძალიან აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საქმეში და ობიექტური მონიტორის ფუნქციას ასრულებს ამ საქმეში და საკმაოდ აქტიურადაც. ამასთან, მან დღეს განაცხადა, რომ ფსიქიატრი ჩაერთვება კონსილიუმში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც შეეხება სასამართლო პროცესებზე დასწრებას, 22 დეკემბერის პროცესზე დასწრების პროგნოზირება ჯერ საკმაოდ რთულია და არ ვიცი როგორი მდგომარეობა იქნება. მანამდე ბევრი მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს, ჯანმრთელობის პირველ რიგში და პენიტენციური სამსახურის – ცხადია, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, პენიტენციური სამსახური რაიმე გეგმის მიხედვით არ მოქმერდებს და შეიძლება, ხვალ, ზეგ, ისეთი რამ გააკეთონ, რომ ვითარება მთლიანად შეიცვალოს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა.
ასევე პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევადაა შეაფასებული მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერეზიდენტის გადაყვანა და კადრების გავრცელება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *