ყალბი კოვიდ პასპორტის დამზადების ფაქტზე იმერეთსა და თბილისში 9 ადამიანი დააკავეს

ყალბი კოვიდ პასპორტის დამზადების ფაქტზე იმერეთსა და თბილისში, 9 პირი პასუხისგებაში მისცეს.
ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოვლენილია აღნიშნულის სახის დანაშაულის ორი ფაქტი, რაზეც პასუხისგებაში მიეცა 9 პირი, მათ შორის ერთი დაკავებულია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, ქ. თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა ორი ერთეული ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი, თითოეული 70 ევროს სანაცვლოდ, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდვაქცინაციის სრული კურსისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა როგორც ხსენებული ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები, ასევე, სხვა მოქალაქეებზე გასაღების მიზნით დამზადებული ყალბი კოვიდ-პასპორტები და მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა.

მეორე შემთხვევაში კი, იმერეთის რეგიონში მხილებულ იქნა რვა პირი, რომლებმაც, სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
FaceBook Twitter Google
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 5 °C
img
ქუთაისი 5 - 15 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 8 - 13 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 1 - 7 °C
img
მესტია -6 - 4 °C
img
ზუგდიდი 4 - 14 °C
img
ბორჯომი 1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021