სოციალური სამართლიანობის ცენტრი და მწვანე ალტერნატივა შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიებს ასაჩივრებენ

სოციალური სამართლიანობის ცენტრი და მწვანე ალტერნატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ.


ორგანიზაციები ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, ლიცენზიების გაცემის პროცესში დარღვეულია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ, ასევე კანონით გათვალისწინებული გამჭვირვალე პროცესის ნაცვლად, სახელმწიფო უწყებებმა ადგილობრივი მაცხოვრებლების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გამოიყენეს.

სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო შქმერის გამგებელზე, რომელიც შემდგომ სხვა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად დამნაშავედ ცნეს და დაკისრებულ ფულად ჯარიმებთან ერთად კანონიერად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს.

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, ორგანიზაციები სამინისტროსგან გაცემული ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ დაუშვებელია ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვისა და გარემოს განადგურების ხარჯზე წიაღისეულის მოპოვება.

" სოფელ შქმერში წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ორი ლიცენზია მიმდინარე წლის ივლისში გასცა. როგორც აუქციონის გამოცხადების, ისე ლიცენზიის გაცემის მომენტში სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ.

დაუშვებელია ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვისა და ბუნებრივი გარემოს განადგურების ხარჯზე წიაღისეულის მოპოვება."- ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის 26 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.



 

FaceBook Twitter Google
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 5 °C
img
ქუთაისი 5 - 15 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 8 - 13 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 1 - 7 °C
img
მესტია -6 - 4 °C
img
ზუგდიდი 4 - 14 °C
img
ბორჯომი 1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021