რუსეთსა და დასავლეთს შორის კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა - სენატორი შაჰინი


"რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია", - ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი.


27 ოქტომბერს, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა იმსჯელა, როგორი უნდა იყოს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის დემოკრატ ჯინ შაჰინის განცხადებით, მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ რუსეთის ბოროტი აქტივობებისთვის წიანაღმდეგობის გაწევა დემოკრატიული რეფორმების გამყარებით უნდა გააგრძელოს.  მისი თქმით, ამით აისახება ხალხის ნება - დააახლოვდნენ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან.

სენატორის შეფასებით, ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა. შაჰინის განცხადებით, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები მიზნად ისახავს ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას.

"რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და სამხრეთ საზღვრებში ნატოს წარმომადგენლობის თავიდან ასაცილებლად, რუსეთს აქვს ომისა და არალეგალური ტაქტიკის, აგრესიის გამოყენების ისტორია. 2008 წელს, რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს", - განაცხადა შაჰინმა.



 

 

FaceBook Twitter Google
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 5 °C
img
ქუთაისი 5 - 15 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 8 - 13 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 1 - 7 °C
img
მესტია -6 - 4 °C
img
ზუგდიდი 4 - 14 °C
img
ბორჯომი 1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021