ეკონომიკა
საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38 392 510 ბოთლი ღვინო
საქართველოდან ღვინის ექსპორტი
37%-ითაა გაზარდილი. 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38 392 510 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 37%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 88,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 14%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
"ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთის და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:
ჩინეთში - 138% (4 307 825 ბოთლი), უკრაინა - 64% (4 212 110), ბელარუსი - 57% (931 602), დიდი ბრიტანეთი - 47% (74 188), პოლონეთი - 44% (1 819 542), რუსეთი - 40% (20 531 892), ესტონეთი - 33% (516 048), ყირგიზეთი - 17% (202 666), იაპონია - 12% (141 774), აშშ - 12% (234 616), გერმანია - 11% (234 422), კანადა 7% (157 860), ლატვია 6% (978 762) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (20 531 892), ჩინეთი (4 307 825), უკრაინა (4 212 110) , ყაზახეთი (3 019 147) და პოლონეთი (1 819 542).
ამასთან, გასულ 10 თვეში, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 129 158 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 10 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 115,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 28,2% შეადგინა", - ნათქვამია რადიო "ძველი ქალაქისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაში.

აქვე გთავაზობთ 2016 წლის 10 თვის მონაცემების მაჩვენებლებს 2012 წლის 10 თვესთან შედარებით
• ღვინის ექსპორტი
2016 წ. - 38 392 510 ბოთლი
2012 წ. - 13 373 826 ბოთლი
ზრდა - 187%
თანხაში:
2012 წ. – 57, 5 მლნ აშშ დოლარი
2016 წ. – 88,3 მლნ აშშ დოლარი
ზრდა - 53%

• ბრენდის ექსპორტი
2012 წ. – 4 694 304 ბოთლი
2016 წ. - 7 129 158 ბოთლი
ზრდა - 51%
თანხაში:
2012 წ. – 14 მლნ აშშ დოლარი
2016 წ. – 16,3 მლნ აშშ დოლარი
ზრდა - 17%

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისიდან დამატებით ევროპის კიდევ ორ ქალაქში მოხვედრაა
შესაძლებელი.
18:53 / 13.09.2019
ქუთაისიდან დამატებით ევროპის კიდევ ორ ქალაქში მოხვედრაა შესაძლებელი.
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის
17:16 / 09.09.2019
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი 8
თვის მონაცემებით
16:58 / 09.09.2019
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი
16:38 / 09.09.2019
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმი საქართველოს
ოკუპირებული
18:43 / 06.09.2019
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმი საქართველოს ოკუპირებული
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 15 - 24 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019