ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის

multicat=36 ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 2016 წელი შეაჯამა. მიაი თქმით, 2016 წელს საქართველოს 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2015 წელთან შედარებით 449 731-ით მეტია. ( ზრდა+7.6%). 2016 წელს 19%-ით გაიზარდა იმ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაჰყვეს და მათმა რაოდენობამ 2 714 773 შეადგინა, რაც 432 802-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით. “50 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს 2016 წლის განმავლობაში. რეკორდი მოხსნა როგორც ტურისტების რაოდენობის მხრივ, ასევე იმ შემოსავლების მხრივ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა. შემოსვლები მატულობს, როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, ასევე ჩვენ აქტიურ მარკეტინგულ და საინფორმაციო კამპანიებს ვაწარმოებთ ასევე იმ ახალი ბაზრებიდან, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ. მათ შორის არის სპარსეთის ყურე, ინდოეთი, ირანი, რომელიც ხელახლა შემოუერთდა ჩვენს ქვეყანას ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტერაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *