ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე ” მაკდონალდსის” მშენებლობა დაიწყო

multicat=36 . “მაკდონალდსი” 1416 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აშენდება. შპს “თ და კ რესტორნები” 2 800 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს . როგორც ცნობილია სწრაფი კვების ობიექტში სულ მცირე 40 ადამიანი დასაქმდება.

შპს “თ და კ რესტორნებს” დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე მიწის ნაკვეთი 885 000 ლარად საკუთრებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” გადასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილზე, ტაძრის მშენებლობა იყო დაგეგმილი. ამ საკითხის გასარკვევად რადიო “ძველი ქალაქი”, “სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს” დაუკავშირდა სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაში იყო და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება.

“ეს იყო სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო საკუთრებაში იყო ეს მიწა და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი შემოიტანეს. პროექტში ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და ინფრასტრუქტურის განვითრება არის დაგეგმილი და შესაბამისად სახელმწიფო ქონება, სახელმწიფომ გაასხვისა,”- აცხადებენ “სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *