ეკონომიკა
გიორგი მარგველაშვილმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ეს კანონპროექტები ძალიან დეტალურად განვიხილეთ, ისინი უპირველეს ყოვლისა ეხება ლარიზაციას, ონლაინ სესხების შეზღუდვას, გალარების პოლიტიკას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და ამასთანავე, კომერციულ ბანკებთან. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ აღნიშნული კანონპროექტები და ჩამოგვიყალიბდა გარკვეული შენიშვნები: ამ რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე. ამასთანავე, დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესხებზე მომავალში აიწიოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფულზე მოთხოვნა ამ რეგულაციების პირობებში არ შემცირდება და ალბათობა იმისა, რომ ამ მოთხოვნამ გადაინაცვლოს ჩრდილოვან სექტორში, საკმაოდ დიდია. ამათანავე, გვაქვს კითხვები საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპროექტების ფორსირებულ რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკავშირებით იმის ფონზე, რომ არ არსებობდა სათანადო კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან საკანონმდებლო ინიციატორების მხრიდან. ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მოვისმინეთ აბსოლუტურად ყველა მხარის შეხედულება და შევჯერდით საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღმოფხვრილი იქნება. ჩვენ ძალიან აქტიურად დავაკვირდებით ამ პროცესს. ამ რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ კანონპროექტებს მოაწეროს ხელი", - განაცხადა მაია მელიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს ე.წ. ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტს მხარი 2016 წლის 30 დეკემბერს დაუჭირა. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. გარდა ამისა, რეგულირდება ონლაინ-სესხების საპროცენტო განაკვეთი. მთავრობის ინიციატივით, ონლაინ-სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი 100 %-ს არ უნდა აღემატებოდეს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის
პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ
ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური
საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.
17:03 / 12.07.2019

5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.

წყალტუბოში
11:37 / 10.07.2019
წყალტუბოში "იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი" გაიმართება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილი
სანატორიუმის
15:36 / 09.07.2019
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილი სანატორიუმის
17:07 / 05.07.2019
"სტატსისტიკა, რომლის წარმოებაც დავიწეთ 20 ივნისის შემდეგ, თუ რა დანაკარგები მივიღეთ რუსული ემბარგოს
პოლონეთის, ვიელკოპოლსკას რეგიონის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონს
ეცნობიან.
13:43 / 05.07.2019
პოლონეთის, ვიელკოპოლსკას რეგიონის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონს ეცნობიან.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 19 - 32 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 22 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019