ეკონომიკა
"ვცდილობთ ტარიფი არ გაიზარდოს"- მიხეილ ბოცვაძე
ქუთაისში "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 2016 წლის ანგარიში წარადგინა.
შეხვედრას ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქცენტი გაკეთდა როგორც კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებზე ,ასევე 2016 წელს ქსელში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებზე. კომპანიის წარმომადგენლების თქმით იმ ეკონომიკურ ფონზე, რაც დღეს ქვექანაშია, ტარიფის გაზრდა არ იგეგმება. "ვცდილობთ ტარიფი არ გაიზარდოს და ეს ძალიან არ დააწვეს აბონენტს,შევინარჩუნოთ ტარიფი, მაგრამ გაუმჯობესდეს ხარისხი",- განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2017 წლის დაგეგმილი სამუშაოებისა და პრიორიტეტების შესახებ, 2017 წელს "ენერგო-პრო ჯორჯია"65 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.
| Print |