ეკონომიკა
2016 წელს გარე ვაჭრობის ნებართვიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 90 ათასი ლარი შეადგინა
2016 წელს ქუთაისში გარე ვაჭრობის ნებართვიდან
ბიუჯეტში შესულმა თანხამ 90 ათასი ლარი შეადგინა,- ამის შესახებ ქუთაისის მერიაში ეკონომიკისა და არქიტექტურის სამსახურების მიერ გასულ წელს გაწეული სამუშაოების პრეზენტაციაზე ქალაქი მერმა ისაუბრა. ძირითადად თანხის გადამხდელები ის პირები არიან ვისაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, სანაყინეები აქვთ. "2015 წელს გარეტ რომ იდგა სანაყინე ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ამაზე თანხას არ იხდიდნენ. ჩვენც ვფიქრობდით, რა აზრი აქვს ამის შემოღებას, 30 ლარია თუ 20 ლარი. მაგრამ ახლა ხდება ნებართვის ოფიციალურად აღება თუნდაც 3 თვით 6 თვით და აი ასეთმა შემოსავალმა ბიუჯეტს მოუტანა 90 ათასი ლარი",- აღნიშნა შოტა მურღულიამ.
გარევაჭრობის ნებართვიდან 2015 წელს ბიუჯეტში შესულმა თანხამ 78 ათასი ლარი შეადგინა.

| Print |