ქუთაისის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე

multicat=36 2017 წლის ბიუჯეტში 11 377 000 ლარის ცვლილება დაამტკიცა. ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის თქმით ბიუჯეტისთვის დამატებული თანხიდან 9 500 000 ლარი მერიამ რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიიღო.

“რაც შეეხება აღნიშნულ ცვლილებებს ძირითადად მიმართული იქნა სხვადასხვა სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ასევე რაგბი 2017 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მაქსიმალური ორგანიზება,” განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ.

ქალაქის ვიცე-მერმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *