ქუთაისში ტურისტული ცენტრი გაიხსნა.

multicat=36 ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრი, რომელიც მოემსახურება მთელს იმერეთს. მასში ქუთაისის მერიის ტურისტული ცენტრისა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. “მივაწვდით ტურისტებს ყველა ინფორმაციას. ეს არის ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრი. მოვემსახურებით როგორც ქუთაისის ასევე მთელს იმერეთს, რადგან იმერეთში არ არის სხვა ტურისტული ცენტრი”, – განაცხადა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა.
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ეს არის ქალაქის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი დაწესებულება. “თქვენ იცით, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ გაცილებით უკეთ მოვემსახუროთ. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილება იყო, რომ ეს შენობა ჩვენ გამოგვესყიდა და შემდეგ როგორც ტურისტული ცენტრი გაგვეკეთებინა და საქართველოში ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრი ყოფილიყო ქუთაისში”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ტურისტული ცენტრი ქუთაისში ყოფილი “მირზაანის” შენობაში გაიხსნა. შენობა სახელმწიფომ მილიონ-ნახევარ ლარად შეიძინა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “პარმაღი” 162 000 ლარის სანაცვლოდ გახორციელა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *