ეკონომიკა
ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნაზე მუშაობენ
ქუთაისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის თქმით, მართალია ქალაქში ავტოპარკი განახლდა თუმცა ეს საკმარისი არ არის. მიაჩნია, რომ თუ ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება და ტრანსპორტი სრულად განახლდება, გარემოს ნაკლები ზიანი მიადგება.


"აუცილებელია შეიქმნას მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც სრულიად ახალი საავტობუსო პარკით იქნება დაკომპლექტებული, რომელიც გარემოზე ნაკლებ უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს. ჩვენ გვაქვს გარკვეული ფინასური გათვლები ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, საწყის ეტაპზე თუ რა ფინასური რესურსებია ამისათვის საჭირო. ფინანსებისათვის დონორებთან გარკვეული მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენი ბიუჯეტი ამის განსახორციელებლად საკმარისი არ იქნება და ვზრუნავთ იმაზე, რომ დამატებითი ფინანსური რესურსები მოვიძიოთ". - განაცხადა ეკო ფორუმზე რადიო "ძველ ქალაქთან" საუბრისას ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.

იდეას, რომ ტრანსპორტი მუნიციპალური გახდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში წლებია განიხილავენ.

დაახლოებით 12 წელია, რაც ქუთაისის მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება და შიდასაქალაქო სატრანსპორტო გადაზიდვებს 2006 წლიდან კერძო ფირმები ახორციელებენ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
21:39 / 20.09.2019
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა
15:57 / 20.09.2019
სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათა დიალოგი" ქუთაისში
ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა მიმდინარე წლის
13:37 / 20.09.2019
ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა მიმდინარე წლის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 9 - 22 °C
img
ქუთაისი 9 - 22 °C
img
ბათუმი 14 - 19 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019