ეკონომიკა
კურორტ საირმეს თანამშრომელთა ასოციაცია შეიქმნა
გაიმართა შეხვედრა ბაღდათის მოსახლეობასთან, სადაც კურორტ საირმეს შესახებ ისაუბრეს.


"გუშინ გვქონდა შეხვედრა ბაღდათის მოსახლეობასთან. შეხვედრის მიზანი იყო კურორტ საირმეს განვითარების გზებზე საუბარი. რა ინვესტიციები ჩაიდო, აგრეთვე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით" - განაცხადა შ.პ.ს. “კურორტ საირმეს“ წარმომადგენელმა ჯაბა წულაძემ.

საირმეს თანამშრომელთა ასოციაციის თავმჯდომარე სანდრო ნერგაძე გახდა, ხოლო საპატიო პრეზიდენტი თემურ კოხოძე. მისი თქმით, ასოციაცია კურორტის განვითარებაზე და მაღალი სტანდარტების დანერგვაზე იქნება ორიენტირებული.

"მოხდა კურორტ საირმეს ასოციაციის დარეგისტრირება. ავირჩიეთ თავმჯდომარე და საპატიო პრეზიდენტი. ასოციაციის მიზანია საირმეს განვითარების მუშაობა. მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის ჩართულობა, რათა ყველა ადამიანი იყოს ინფორმირებული თუ რა სიკეთეები იგეგმება და რა დამატებითი სერვისები დაინერგება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კიდევ უფრო განვითარებული და მაღალი სტანდარტების მომსახურეობა შევთავაზოთ ჩვენს დამსვენებლებს", - ამბობს ჯაბა წულაძე.

შ.პ.ს. “კურორტ საირმეს“ წარმომადგენელი აგრეთვე უარყოფს კურორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მაგალითად, სამკურნალო წყლები ფასიანი გახდა, რომ მსურველებს სკვერში არ უშვებენ.

"იყო უსაფუძვლო ბრალდებები, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომ მაგალითად სამკურნალო წყაროები გახდა ფასიანი, ადამიანებს არ უშვებენ სკვერში, უნდა გადაიხადონ შემოსასვლელში ე. წ. შლაგბაუმთან თანხა და ა. შ. ჩვენ ვერ ვხვდებით ეს ვის რაში სჭირდება, კურორტზე ყველაფერია გაკეთებული დამსვენებლის მაქსიმალური უსაფრთხოებისათვის"

კურორტი საირმე ყოველწლიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობს. დამსვენებელთა რაოდენობა წელს გაზრდილია. ამბობენ, რომ ეს კარგად დაგეგმილი პროექტების შედეგია.

"ივნისი, ივლისი, აგვისტო არის დამსვენებლების პიკი, გაზრდილია როგორც ბავშვების ასევე მოზრდილების ნაკადი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული წინა წელს, რამაც გამოიწვია ყველა კონტიგენტის დამსვენებლის მატება კურორტზე", - აღნიშნა წულაძემ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რუსული ტურისტული ემბარგოდან დაახლოებით ერთ კვირაში ქუთაისში
13:50 / 17.09.2019
რუსული ტურისტული ემბარგოდან დაახლოებით ერთ კვირაში ქუთაისში
ქუთაისიდან დამატებით ევროპის კიდევ ორ ქალაქში მოხვედრაა
შესაძლებელი.
18:53 / 13.09.2019
ქუთაისიდან დამატებით ევროპის კიდევ ორ ქალაქში მოხვედრაა შესაძლებელი.
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის
17:16 / 09.09.2019
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი 8
თვის მონაცემებით
16:58 / 09.09.2019
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი
16:38 / 09.09.2019
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 9 - 22 °C
img
ქუთაისი 9 - 22 °C
img
ბათუმი 14 - 19 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019