ეკონომიკა
2017 წელს პრომეთეს მღვიმეს 81 ათას 110 ვიზიტორი ეწვია
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2017 წლის პირველ 7 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35 %-ით გაიზარდა.

2017 წლის 7 თვის მონაცემებით, ვიზიტორების 61% (301 557 ვიზიტორი) ქართველი, ხოლო 39% (188 352 ვიზიტორი) უცხოელია. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 2017 წლის 7 თვესთან შედარებით 28%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 45%-ითაა გაზრდილია
დაცულ ტერიტორიებს უცხოელ ვიზიტორებს შორის ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

"ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს (81 110); მარტვილის კანიონს (74 580) ყაზბეგის ეროვნულ პარკს (72 102); სათაფლიას (55 815) და ოკაცეს კანიონს (38 088) ესტუმრა.
წინა წლებთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა მარტვილის კანიონზეა. უნდა აღინიშნოს, რომ კანიონზე ვიზიტორთა ცენტრის და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ 1 წელი გავიდა. 1 წელიწადში კანიონის ვიზიტორთა ცენტრის შემოსავალმა - 1 404 278, მათ შორის 606 000 ლარი მიიღო შპს "ოფუცხოიმ", რომელიც იმ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარსა, ვინც მანამდე ნავით მომსახურების სერვისს სტიქიურად ახორციელებდნენ. შპს "ოფუცხოიში" 80 ადამიანია დასაქმებული და თითოეულის ინვესტიცია 1100 ლარს შეადგენდა.
3 500 000 ლარი შეადგინა მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალმა. მარტვილის კანიონში და მის მიმდებარედ, დასაქმებულთა რაოდენობა 50-დან 120-მდე გაიზარდა.
მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა საოჯახო სასტუმროების რაოდენობა. 2016 წლამდე ადგილზე სულ 10 სასტუმრო ფუნქციონირებდა. დღეს მათი რიცხვი 25-ია. 1-დან 5-მდე გაიზარდა კვების ობიექტების რაოდენობა",- წერია რადიო "ძველი ქალაქისათვის" მოწოდებულ ინფორმაციაში. 

| Print |