დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

multicat=36 დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ რადიო”ძველი ქალაქისათვის” მოწოდებულ ინფორაციაში წერია, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2017 წლის პირველ 8 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით გაიზარდა და 726 296 შეადგინა.

2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ვიზიტორთა 58 % (423 528) ქართველია, 42% (302 768) კი – უცხოელი. წინა წელთან შედარებით ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 28%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა – 38%-ითაა გაზრდილი.

მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან. ჯამში, 2017 წლის პირველ რვა თვეში ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 73%-ით გაიზარდა და 2 956 645 ლარი შეადგინა.

პრომეთეს მღვიმეს 125 ათას 906 ვიზიტორი სტუმრობდა, მარტვილის კანიონს – 120 ათას 434, ყაზბეგის ეროვნული პარკს – 112 ათას 542, სატაფლიას- 71 ათას 897, ოკაცეს კანიონს – 57 ათას 404.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *