ქუთაისში სასტუმრო ",ქორთიარდ მარიოტი" აშენდება
ქუთაისში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტი" აშენდება.
უთაისის მერიაში ,,ქორთიარდ მარიოტის" წარმომადგენელმა და თემურ
ჭყონიამ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეთანხმების მიხედვით თემურ ჭყონია ააშენებს 100-ზე მეტ ნომრიან 5
ვარსკვლავიან სასტუმროს, ხოლო მართვაში გადაეცემა ,,ქორთიარდ
მარიოტს". სასტუმრო დავით აღმაშენებლის მოედანზე ახლად აშენებული
,,მაკდონალდსის" გვერდით განთავსდება.
,,ეს არის ერთ-ერთი დიდი ინვესტიცია, რომელიც ბოლო წლებში ქუთაისში
განხორციელებულა. სასტუმროს მშენებლობაზე მოლაპარაკებები თვეების
განმავლობაში მიმდინარეობდა. მშენებლობის პროცესებში რა თქმა უნდა
ჩაერთვება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ქუთაისი ეკონომიკურად
მზად არის, რომ აქ 5 ვარსკვლავიანი 100-ზე მეტ ნომრიანი სასტუმრო
იყოს. მიხარია , რომ ჩემი მერობის პერიოდში ეს შეთანხმება მოხდა.
"-აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ
ქუთაისის მერიაში გამარტავენ, რომ ადგილი სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს
ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და შესყიდვის პროცედურები
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები