დღეიდან ვიზიტორები იმერეთის მღვიმეების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას,

multicat=36 ინტერაქციულ რეჟიმში შეძლებენ. ექსპოზიცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით მოეწყო. საგამოფენო სივრცეს საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციაც აქვს.

დარბაზში გამოფენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოები და რუკა. დამონტაჟებულია ინტერაქტიული მონიტორი  საქართველოსა და იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შესახებ. საგამოფენო დარბაზში ასევე გამოფენილია იმერეთის მღვიმეებში აღმოჩენილი ნამარხი ფაუნა; მინერალები; ქვის და ძვლის იარაღები, ცხოველის კბილებზე და ნიჟარებზე დამზადებული სამკაულები.

მედიის წარმომადგენლებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და 9 თვის ვიზიტორთა სტატისტიკა გააცნეს. 2017 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია. ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა და 856 186 შეადგინა.

პრომეთეს მღვიმეში მედიის წარმომადგენლებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ უმასპინძლა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *