ეკონომიკა
ქუთაისში მეწარმეებისათვის ფინანსების მართვის თემებზე ტრენინგი გაიმართა
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" აგრძელებს ტრენინგების ჩატარებას ფინკა ბანკის კლიენტებისთვის. ამჯერად ტრენინგი ქუთაისში გაიმართა და მას ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე მომხმარებლები დაესწრნენ.

ტრენინგის მთავარი თემა იყო ფინანსების მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა, საბანკო პროდუქტები და მათი ეფექტურად გამოყენებაა, გაცვლითი კურსის გავლენა ბიზნესზე, ონლაინ სესხები, აგრო დაზღვევა და სხვა.

ტრენინგს ფინკა ბანკის 30 მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა. გაიმართა საინტერესო დისკუსია. ტრენინგის მონაწილე ნინო გამთენაძის თქმით, მას ძალიან ხშირი ურთიერთობა აქვს ბანკთან და ეს ტრენინგი მას დაეხმარება, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახადოს საქმიანობა.



გიორგი კეპულაძე, საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ტრენინგი ეხმარებათ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მიიღონ ახალი ცოდნა და პასუხები კითხვებზე, რომლებიც მათი ყოველდღიურ საქმიანობაში აქვთ. "დღევანდელმა ტრენინგმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მოხარულები ვართ, რომ ვუპასუხეთ მათ ყველა კითხვას და შესაბამისად, უფრო ეფექტურად შეძლებენ თავის შემოსავლების დაგეგმვასა და ბიუჯეტის შედგენას".

ფინკა ბანკის სენაკის სერვის ცენტრის მენეჯერმა, დავით ახვლედიანმა მომხმარებლების მიერ ფინანსების სწორად მართვის ცოდნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტრენინგი მათ ხელს შეუწყობს უკეთესად განავითარონ ბიზნესები. "ჩვენთვის, ფინკა ბანკისთვის მნიშნელოვანია კლიენტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ფინანსური მომსახურება, არამედ მივცეთ ცოდნა და განათლება, რათა შეძლონ ფინანსების სწორად და მიზნობრივად გამოყენება. ამ ტრენინგის შემდეგ მათ დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითრებისთვის ბიუჯეტის დაგეგმვა, საბანკო პროდუქტების სწორად შერჩევა, სესხის გააზრებულად აღება და ბანკთან ურთიერთობა. იმედი გვაქვს, რომ დღეის შემდეგ ჩვენი კლიენტების საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება."

პროექტის ფარგლებში 100-მდე მეწარმეს ექნება საშუალება დაესწროს ტრენინგების კურსს, შემდეგი შეხვედრა, თებერვალში, ბათუმსა და თელავშია დაგეგმილი.

პროექტს ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის"" არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.


ქუთაისში გამართული ტრენიგის შესახებ მოისმინეთ სიუჟეტი. 




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით,
15:31 / 09.12.2019
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიეტში საერთაშორისო კონფერენცია
15:52 / 05.12.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიეტში საერთაშორისო კონფერენცია "ევროკავშირთან ასოცირების
სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებისთვის ზესტაფონის მერიამ
იდეების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ახალგაზრდებზე,
11:28 / 04.12.2019
სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებისთვის ზესტაფონის მერიამ იდეების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ახალგაზრდებზე,
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის
ნომებერში
11:12 / 04.12.2019
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის ნომებერში
დეკემბერი ფინკა ბანკში აქციებისა და საჩუქრების თვეა. პირველი
დეკემბრიდან კიდევ ერთი აქცია დაიწყო
14:38 / 03.12.2019

დეკემბერი ფინკა ბანკში აქციებისა და საჩუქრების თვეა. პირველი დეკემბრიდან კიდევ ერთი აქცია დაიწყო

«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 14 °C
img
ბათუმი 7 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019