ეკონომიკა
ფინანსური პირამიდებისაგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონს გადააჭარბა
2017 წლის მონაცემებით, ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" კვლევას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ დაზარალებულთა რაოდენობა 4000 ადამიანს შეადგენს. ფინასური პირამიდების შესახებ ისაუბრა ქუთაისში "ფინკა ბანკის" მომხმარებლებისათვის გამართულ ტრენინგზე "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ.

"კომპანია "საქართველომ" დააზარალა 2343 მოქალაქე და გაიფლანგა 81 მილიონი ლარი. კომპანია MFX Broker Georgia – 111 ადამიანი და 4.2 მილიონი ლარი. კომპანია ევროკრედიტი - დაუზუსტებელი ინფორმაციით ზარალის მოცულობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს. როგორც წესი, თაღლითური სქემების შემქმნელები თავს აიგივებენ ეკონომიკის სექტორის წარმატებულ სეგმენტთან და თავი შეიძლება წარმოგვიდგინონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად, სავალუტო თრეიდერებად, უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეებად და ა.შ. ჩამოთვლილი კომპანიების წინააღმდეგ კი მიმდინარეობს სამართლებრივი დავა",- განაცხადა გიორგი კეპულაძემ ტრენინგზე საუბრისას.

საქართველოში მოქმედ თაღლითურ კომპანიებს ახასიათებთ აქტიური სარეკლამო მარკეტინგი და საბაზროზე მაღალი სარგებელი, დამალული/რთული ბიზნესმოდელი, აქცენტირება ყოველთვის კომპანიის წარმატებაზე და გაცემულ სახსრებზე ხდება, საწევროს მცირე შენატანი და გამდიდრების მომხიბლველი შანსი. ორგანიზაცია აფრთხილებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მსგავს პირამიდებში ჩართვისგან და რეკომენდაციებიც შეიმუშავა. ესაა: საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და პირამიდული ბიზნესის კრიმინალიზება, მოსახლეობის აქტიური ინფორმირება საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, სარისკო კომპანიების გამოვლენა და ზედამხედველობა, ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, კომპანიების საქმიანობაში თაღლითური მეთოდების დროული გამოვლენა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2019 წლის 17 აპრილს, ფინკა ბანკსა და და ფერმერთა სერვის
ცენტრების ქსელ “აგროსფეროს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა.
10:00 / 18.04.2019

2019 წლის 17 აპრილს, ფინკა ბანკსა და და ფერმერთა სერვის ცენტრების ქსელ “აგროსფეროს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

21:18 / 06.04.2019
"ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება."- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ
ბაღდათელი მეღვინეები  თბილისში, სასტუმრო
12:25 / 05.04.2019
ბაღდათელი მეღვინეები  თბილისში, სასტუმრო " საქართველოში" მისულ
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე მეწარმეებმა საკუთარი
პროდუქცია გამოფინეს.
18:15 / 03.04.2019
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« აპრილი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 6 - 14 °C
img
ქუთაისი 7 - 12 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
ომარ ნიშნიანიძე არგონავტების გზის გასავლელად "არგოს" აშენებს
ისტორიკოსმა ომარ ნიშნიანიძემ არგონავტების გზის გავლა გადაწყვიტა
12:11 / 03.04.2019
„ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება“ - მამუკა ბახტაძე
"ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება."- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ
21:18 / 06.04.2019
ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე, ავარიის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე.
21:17 / 05.04.2019