საწურბლიას მღვიმე, რომელის გახსნაც

multicat=36 გაზაფხულზე იგეგმება, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა მოინახულა. მისი თქმით, ეს მღვიმე წყალტუბოსთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება.
“კავკასიის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე წყალტუბოში არის. საწურბლიას მღვიმე არის დამატებითი შემოსავალი წყალტუბოსთვის, არის სამედიცინო ტურიზმისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მღვიმის შესაძლებლობებიდან გამომდინარე გვეყოლება ბევრი ვიზიტორი. დარწმუნებული ვარ, ეს მომსახურება ბევრ ადამიანს მოუტანს ჯანმრთელობას, სიკეთეს, რომელიც ამ მიკროკლიმატით შეიქმენება ადგილზე” – ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში. მღვიმეში სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.

საწურბლიას მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულის ბოლოდან მიიღებს. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *