ეკონომიკა
მოლაშქრეთა კლუბებისთვის ხარაგაულში ტური მოეწყო
"ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის"ინიციატივით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ორდღიანი საინფორმაციო "ინფო-ტური" მოეწყო. მასში მონაწილეობა საქართველოში არსებულმა მოლაშქრეთა კლუბებმა: "მსოფლიოში დაკარგულები", "რონინი", მთანი მაღალნი", "ბოდიალა", "შემოიარე საქართველო", "თავგადასავალთა მაძიებელნი", მთამსვლელთა და მეკლდეურთა კლუბი "თეთნულდი", დამოუკიდებელმა მოლაშქრეებმა და მოლაშქრეთა ფედარაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მოლაშქრეთა კლუბებმა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, მარელისის "ხერგილი", სოფელი სახვლარი და ე.წ. "მაისუროვის ბაღი" მოინახულეს და დეტალურად გაეცნენ ხარაგაულში არსებულ ღირსშესანიშნავ ძეგლებსა და ტურისტულ ადგილებს. 

"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შემოსული ტურისტთა რაოდენობა ძალიან დიდია, თუმცა უმეტეს მათგანს ინფორმაცია არ აქვს, რომ ეროვნულ პარკში შესვლა ბორჯომის გარდა, ხარაგაულის მხრიდანაც შეიძლება, მითუმეტეს, რომ დაცული ტერიტორიის დიდი ნაწილი სწორედ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ და აუცილებლად მივიჩნიეთ "ინფო-ტურის" მოწყობა. ტურის მონაწილეები მოხიბლულები დარჩნენ სოფელი სახვლარით, "მაისუროვის ბაღით" და ბუნების საოცარი სილამაზით. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თითო ტურისტულ ტურს აუცილებლად მოაწყობენ",- განაცხადა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა ბერიკა თურმანიძემ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
როგორ მზადდება თხის რძისგან ერთ-ერთი ძვირადღირებული ყველი, რატომ
17:44 / 25.06.2019
როგორ მზადდება თხის რძისგან ერთ-ერთი ძვირადღირებული ყველი, რატომ
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 5 თვის განმავლობაში
16:30 / 25.06.2019
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 5 თვის განმავლობაში
ქუთაისში სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია და
სამრეწველო
19:29 / 19.06.2019
ქუთაისში სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია და სამრეწველო
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე
მიღება განაახლა.
14:31 / 10.06.2019

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განაახლა.

1 ივნისს ფინკა ბანკში ფულად გზავნილებზე კიდევ ერთი აქცია დაიწყო.
1 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ან
გააგზავნის
14:38 / 04.06.2019

1 ივნისს ფინკა ბანკში ფულად გზავნილებზე კიდევ ერთი აქცია დაიწყო. 1 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ან გააგზავნის

ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 19 - 36 °C
img
ქუთაისი 22 - 33 °C
img
ბათუმი 23 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019