ეკონომიკა
სკოლებში ახალი სასწავლო წლისათვის პირველკლასეკლთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
საჯარო სკოლებში  2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება.

I ეტაპი  2018 წლის  10 აპრილს დაიწყო და 27 აპრილამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია  სკოლებში განხორციელდება და რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება  სკოლაში  30 აპრილი - 07 მაისის ჩათვლით განხორციელდება.

II ეტაპი საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას მოიცავს, რომელიც 2018 წლის 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს  აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

სამინისტროს ინფორმაციით, I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

რეგისტრაციის III ეტაპი  2018 წლის  2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 2018-2019 სასწავლო წელი დაიწყება 17 სექტემბერს.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
უკვე 1 თვეა ფინკა ბანკში სესხების კამპანია მიმდინარეობს,
16:20 / 20.06.2018
უკვე 1 თვეა ფინკა ბანკში სესხების კამპანია მიმდინარეობს,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა
15:33 / 08.06.2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა
ახალი ამბები
"საკვები ლაბორატორიულ შემოწმებაზეა გაგზავნილი"-მადლიერების სახლში ბრალდებებს უარყოფენ
13:08 / 20.06.2018
ქუთაისის მადლიერების სახლში უფასო კვებითი პროგრამით მოსარგებლეების ბრალდებებს უარყოფენ.
საცხოვრსის ბენეფიციარებს თქმით, თუ შპს "სანო" თანხას დააბრუნებს, მერია მათ სხვა შენობაში გადაიყვანს
19:13 / 19.06.2018
ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და ვიცე-მერს შორის შეხვედრა დასრულდა.
"ბესო ქათამაძე 2008 წელს რუსის ჯარს გადაურჩა და დღეს, განსხვავებული აზრის გამო, უნდათ ზიანი მიაყენონ"
12:32 / 19.06.2018
ქუთაისის მერიის წინ დასავლეთ საქართველოს საკრებულოების "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დეპუტატები შეიკრიბნენ.
გაასაჩივრებს თუ არა ქუთაისის მერიის სპორტის ააიპი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ-ჯერობით უცნობია
15:51 / 15.06.2018
ქუთაისის მერიის სპორტის ააიპს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა გასულ კვირაში მოუგო.
ქუთაისის მერიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ
11:07 / 13.06.2018
"ზაზა სარალიძეს არავითარი მოტივაცია
ქუთაისის მერიაში ზაზა სარალიძის ბრალდებებს უარყოფენ
15:18 / 11.06.2018
ქუთაისის მერიაში ზაზა სარალიძის ბრალდებებს პასუხობენ.
ვალუტა
EUR
EUR
2.8597
TRY
TRY
0.5207
USD
USD
2.4578
ამინდი
თბილისი 19 - 32 °C
img
ქუთაისი 19 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 24 °C
img