თბილისი, 8 მაისი, 2018 წელი. ფინკა ბანკმა ფერმერებისთვის ახალი პროდუქტის

შეთავაზება დაიწყო. აგრო სტარტაპი იმ ფერმერებისთვისაა, რომლებსაც უკვე აქვთ თავიანთი მეურნეობა და სურთ დაიწყონ ახალი, სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ფინკა ბანკი ასეთ ფერმერებს სთავაზობს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას და რაც მთავარია, ბანკის აგრო ექსპერტების რჩევებსა და რეკომენდაციებს, რაც დიდწილად განსაზღვრავს მომავალი, ახალი მეურნეობის ბიზნეს გეგმის სწორად შედგენას. მაგალითად, თუ ფერმერის შემოსავლის წყარო მევენეხეობაა და მას აქვს სურვილი იყიდოს 10 სული მეწველი ძროხა და ახალი მიმართულების განვითარება დაიწყოს, ფინკა ბანკი შეისწავლის ფერმერის იდეას, შეაფასებს ახალი მიმართულების განვითარების პოტენციალსა და საჭირო რესურსებს  და შესაბამი საპროგნოზო შემოსავლების საფუძველზე განსაზღვრავს სესხის თანხას, ასევე საპროგნოზო შემოსავლების მიხედვით ფერმერთან ერთად დაგეგმავს სესხის გადახდის გრაფიკს.

ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი აბაშიძე ამბობს, რომ ახალი პროდუქტის შექმნა ბაზარზე ფერმერების საჭიროებებსა და მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. „ბანკის მომხმარებელების 70%-ზე მეტი რეგიონებში მცხოვრები მცირე მეწარმეები და ფერმერები არიან,  რომელთაც ხშირად სჭირდებათ არამარტო სტანდარტულ, არამედ სპეციალური, მათ ინტერესებზე მორგებული საბანკო პროდუქტები და მომსახურება, რადგან მათი შემოსავლები დამოკიდებულია სეზონურობაზე, სწორად დაგეგმილ ბიზნესზე…. აგრო სტარტაპის დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი არა მხოლოდ ფინანსურად დავუჭერთ მხარს ფერმერებს, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი კონსულტაცია, თუ როგორ დაგეგმონ და გაითვალისწინონ შემოსავლები. ჩვენი პრაქტიკიდან ჩანს, რომ საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტიანია მომხმარებლებისთვის, ფინკა ბანკის აგრო სტარტაპი ნამდვილად ახალი შესაძლებლობაა ფერმერებისთვის“ – აღნიშნავს ირაკლი აბაშიძე.

აგრო სტარტაპისათვის სესხის თანხა 3 000  ლარიდან 60 000 ლარამდეა,  საშეღავათო პერიოდი 11 თვემდე, სესხის ვადა 60 თვემდეა. აგრო სტარტაპის განაცხადის შესავსებად არ არის საჭირო ბიზნეს გეგმის დოკუმენტურად წარმოდგენა. აგრო სტარტაპის განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, ისე სატელეფონო ცენტრის დახმარებით *49 49.

ფინკა ბანკი წელს საქართველოში საქმიანობის 20 წელს აღნიშნავს. საიუბილეო წელთან დაკავშირებით ბანკში ბევრი სიახლე და აქციაა დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *