ეკონომიკა
მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის ამოქმედებიდან ერთი კვირა ქვეყნის პირველმა პირებმა ქუთაისში შეაჯამეს
დასავლეთ საქართველოში მოღვაწე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები ქუთაისში შეხვდნენ. მათ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ერთად, მეწარმეების კითხვებს უპასუხეს. შეხვედრას დასავლეთ საქართველოდან 200-მდე მეწარმე ესწრებოდა.

1-ლი ივლისიდან საქართველოში მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი მოქმედებს. ახალი რეჟიმი მცირე ბიზნესისათვის მინიმალურ საგადასახადო ტვირთს აწესებს და მეწარმეებს საგადასახადო აღრიცხავს უმარტივებს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის თქმით, შეხვედრაზე მეწარმეებმა ახალი საგადასახადო რეჟიმის შესახებ დეტალური ინფორმაცია პირველი პირებისაგან, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განმარტებით, შეხვედრა მიმდინარე რეფორმის პირველი კვირის ანალიზს ემსახურება.

"ახალი პროგრამა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გვაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი და რა პრობლემები აქვთ მეწარმეებს ამ კუთხით,"-განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზაშვილის თქმით, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ქვეყნისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

ნუგზარ კვირიკაშვილი დასავლეთ საქართველოში მცირე საოჯახო მარანს ფლობს. მეწარმე ახალ ინიციატივას დადებითად აფასებს.

"გადასახადი ხუთჯერ შეგვიმცირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ხელშეწყობა მცირე ბიზნესმენებისათვის სტიმულის მომტანია,"-განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი იმ მეწარმე ფიზიკურ პირებს ენიჭებათ, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე იქნება. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5%-იანი განაკვეთის ნაცვლად, 1% იქნება.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში მოქმედმა ორგანიზაცია
16:57 / 18.02.2019
ქუთაისში მოქმედმა ორგანიზაცია "ჰერამ" მამოგრაფი შეიძინა.
11 თებერვლიდან ფინკა ბანკში სიახლეა, სესხებზე საპროცენტო
განაკვეთი შემცირდა, მათ შორის, აგრო სესხებზე.
16:34 / 14.02.2019

11 თებერვლიდან ფინკა ბანკში სიახლეა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, მათ შორის, აგრო სესხებზე.

საქართველოში პირველი მზის პანელების საწარმო
13:11 / 08.02.2019
საქართველოში პირველი მზის პანელების საწარმო
ქუთაისში ფეროშენადნობთა ქარხანა გაკეთება. ამის შესახებ რადიო
13:06 / 07.02.2019
ქუთაისში ფეროშენადნობთა ქარხანა გაკეთება. ამის შესახებ რადიო
ვალუტა
EUR
EUR
2.9791
TRY
TRY
0.5010
USD
USD
2.6413
ამინდი
თბილისი 2 - 8 °C
img
ქუთაისი 3 - 7 °C
img
ბათუმი 6 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოშია

პრეზიდენტი წყალტუბოშია. სალომე ზურაბიშვილმა პირველად გუდიაშვილის პანო მოინახულა, შემდეგ კი სანატორიუმ მეშახტეთი დაინტერესდა.

11:35 / 09.02.2019
როგორ გამოიყურება "ყველაზე ლამაზი აივანი"-ნომინაციაში ქუთაისელმა ქალბატონმა გაიმარჯვა

კონკურსის "სუფთა რეგიონი"-ს ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვება ქუთაისელმა ქალბატონმა მოიპვა.

21:22 / 22.01.2019
ქუთაისში, "ავანგარდის", "პასილოკისა" და გამარჯვების მუნიციპალიტეტებს ახალი შენობები ექნებათ
ქუთაისში, "ავანგარდის", "პასილოკისა" და გამარჯვების მუნიციპალიტეტების
14:02 / 04.02.2019
ქუთაისში მეოთხე პოლიკლინიკის რეაბილიტაცია იგეგმება
ქუთაისში მეოთხე პოლიკლინიკის ავანგარდის  ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმებაა. ქუთაისის
14:35 / 04.02.2019