ქუთაისში ელექტრომობილების დამტენი სადგურები გაიხსნება.

multicat=36 ჯამში 3 სადგურის გახსნა იგეგმება, რომელთაგან ორი თიბისი ბანკის, ხოლო ერთი ქალაქის მერიის დაფინანსებით მოეწყობა.

აღნიშნული სადგურების შექმნა ქუთაისის ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება. გეგმა 2018-2019 წლებზეა გაწერილი. დოკუმენტში აღწერილია დასაქმების ხელისშემწყობი ღონისძიებები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. გეგმა ბიზნესის ხელშეწყობას, ინვესტიციების მოძიებასა და საცხოვრებელი, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას მოიცავს. გეგმის შესასრულებლად სხვადასხვა აქტივობების განხორციელება იგეგმება, მათ შორისაა ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს შექმნა და საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ორგანიზება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *