საჩხერეში, აღმაშენებლის 5-ში, ფინკა ბანკის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა, სადაც მომხმარებელს კომფორტული გარემო

და სწრაფი მომსახურება დახვდებათ.

გამორჩეულია სერვის ცენტრის ინტერიერის დიზაინი, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შექმნა.

საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ ფინკა ბანკი მომხარებლებს სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა, თანხის გადარიცხვა, კომუნალური გადასახადების გადახდა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტის გახსნა და სხვა.

ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ვუსალ ვერდიევი

„მოხარულები ვართ, რომ დღეიდან საჩხერეში მომხმარებლებს განახლებული სერვის ცენტრიდან მოვემსახურებით. აქ მათ დახვდებათ სასიამოვნო და მყუდრო გარემო,  პროფესიონალი თანამშრომლები და მაღალი ხარისხის მომსახურება.

საჩხერის თანამედროვე სტანდარტების სერვის ცენტრი სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ველოდებით ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ისარგებლონ ჩვენი განახლებული პირობებით როგორც სესხებზე, ასევე დეპოზიტებზე, ჩაერთონ ჩვენს ფულადი გზავნილების აქციაში და გახდნენ გამარჯვებულები. ფინკა ბანკი სერვის ცენტრების განახლების პროცესს 2019 წელსაც გააგრძელებს“.

ფინკა ბანკი უკვე 20 წელია ფინანსურ მომსახურებას უწევს მომხმარებლებს ქვეყნის 35 ქალაქში.  ბანკის მომხმარებელთა 70%-ზე მეტს რეგიონებში მცხოვრები მცირე მეწარმეები და ფერმერები არიან,  რომელთაც ხშირად სჭირდებათ არამარტო სტანდარტულ, არამედ სპეციალური, მათ ინტერესებზე მორგებული საბანკო პროდუქტები და მომსახურება. ფინკა ბანკი მუდმივად სწავლობს მომხმარებელთა საჭიროებებს და ცდილობს საბანკო პროდუქტები და მომსახურება მაქსიმალურად იყოს მორგებული მომხმარებელთა ინტერესებზე, რომელთა შემოსავლები დამოკიდებულია სეზონურობაზე, სწორად დაგეგმილ ბიზნესზე….

ფინკა ბანკი საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, 35 ქალაქში. წელს ფინკა ბანკი საქართველოს ბაზარზე მუშაობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით მომხმარებელს ბევრ სიახლე შესთავაზა, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.
‘ფინკა ბანკის’ წარმომადგენელის – გვანცა კიკალიშვილის კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *