ეკონომიკურ კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს”  მონაწილეებს

 

multicat=36 საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ქუთაისში დაგეგმილ პროექტებზეც იყო საუბარი. რიონისპირა სახლების რეაბილიტაციასთან ერთად მაია ცქიტიშვილმა დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაზეც ისაუბრა.

“ქუთაისში ჩვენ ვგეგმავთ დავით კაკაბაძის გალერეის სრულ რეაბილიტაციას, რაც ასევე ქუთაისში ჩამოსული სტუმრებისათვის იქნება საინტერსო ლოკაცია. ან შეიძლება ზოგ შემთხევაში ახალ მნახველსაც ჩამოუყვანს ქუთაისს იმიტომ, რომ თვითონ ეს გალერა ძალიან მნიშვნელოვან და მდიდარ კოლექციას ფლობს.”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სახვითი ხელოვნების გალერეას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მუზეუმში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების 3000-მდე ექსპონატი.გალერეის ოქროს ფონდში 3000-მდე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 ექსპონატი ინახება: ნიკო ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის და სხვათა ფერწერული თუ სკულპტურული ნამუშევრები.

მინისტრი ქუთაისში განსახორციელებელ პროექტებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *