“მხოლოდ ქუთაისში, პროექტის დასრულების შემდეგ,

multicat=36 25 ათასი ადამიანი შეძლებს მიიღოს 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება.”- ამის შესახებ  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.  მისივე თქმით, რეგიონებში წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება პრიორიტეტულია და ამ მიმართულებთ მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი 30 %-ით არის გაზრდილი.

“წელს დასრულდება მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების, გამწმენდი ნაგებობების სამუშაოები. ასევე დასრულდება ქუთაისის, ჭიათურის, ზუგდიდის, ჯვარის, აბასთუმნის, ურეკისა და გარდაბნის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები. ყველა სამუშაო წყალგაყვანილობის არის ტექნიკურად, საინჟონროდ რთული, შესაბამისად სჭირდება ორი-სამი წელი. ამ პროექტის დასრულების შემდეგ მხოლოდ ქუთაისში 25 ათასი ადამიანი შეძლებს მიიღოს 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება. ზუგდიდში 50 ათას ადამიანზე მეტს ექნება წვდომა გამართულ წყალმომარაგებასთან. “- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *