რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მონაკვეთების მშენებლობისთვის მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.  საქართველოს ვიცე-პრემიერმა,

multicat=36 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, განცხადებითრიკოთის პროექტზე ორი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც სამუშაოებს გაზაფხულზე დაიწყებენ.

“ჩვენ, როგორც იცით, რიკოთის პროექტთან მიმართებაში გვყავს ორი გამარჯვებული ორ მონაკვეთზე და ამ მონაკვეთებზე გაზაფხულზე უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. მანამდე კონტრაქტორები უზრუნველყოფენ სამობილიზაციო სამუშაოებს. ხედავთ, რომ ძალიან რთული, საინჟინროდ საინტერესო პროექტია და არანაკლები მნიშვნელობა ექნება მას ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, როგორც თავის დროზე ბოლო 70 წლის განმავლობაში რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა იყო რეგიონისათვის.”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სამუშაოები საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებზე ჩატარდება, რომელთა საერთო სიგრძე 27 კილომეტრამდეა. სამუშაოებისათვის 1 მილიარდ 550 მილიონი ლარია განკუთვნილი. მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *