ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი მიმართულება დაემატება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძალისხმევით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შეიქმნება რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ქუთაისის აეროპორტში ფრენის განრიგს დაემატა ახალი ქალაქები: ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი, ბარი.




წყარო: http://gov.ge
| Print |