ქუთაისში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა იგეგმება. ამის შესახებ

multicat=36 რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განაცხადა. საწარმოს შექმნის შესახებ ინვესტორებთან მოლაპარაკებები წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და თუ წარმატებით დასრულდება საწარმო ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოეწყობა.

“ეს არის მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო. პროცესი მოიცავს დამუშავებული, მეორადი პლასტმასის შემოტანას, მის გრანულებად ქცევას და ექსპორტს. პროექტში, დაახლოებით, 20-დან 30 კაცამდე დასაქმდება. მიმდინარეობს კიდევ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა . მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კომპანია ქუთაისში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, აიღებს შენობას, რომელსაც გაუკეთებს რეაბილიტაციას და დაიწყებს ფუნქციონირებას.” – განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

საწარმოს შექმნას ჩინელი ინვესტორი გეგმავს. პროექტის ღირებულება კი მილიონ დოლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *