საქართველოში პირველი მზის პანელების საწარმო

ქუთაისში გაკეთდება. ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საწარმოს გერმანელი ინვესტორები მოაწყობენ.

“მუშავდება მზის პანელების საწარმოს პროექტი. რამდენიმე თვეში დასრულდება და დაახლოებით 10 ათს კვადრატულ მეტრზე ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განთავსდება საწარმო. საქართველოში პირველად ქუთაისში დაიწყება მზის პანელების აწყობა და მისი შემდგომი ექსპორტირება. ინვესტიცია აქაც რამდენიმე მილიონს შეადგენს და დასაქმდება 100-ზე მეტი ადამიანი”.- განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *