ეკონომიკა
ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელმა SMART Campaign-მა ფინკა ბანკს მეორედ მიანიჭა სერტიფიკატი.

ფინკა ბანკს SMART სერტიფიკატი გადაეცა როგორც მომხმარებლების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტური.

SMART Campaign-ის აუდიტორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ფინკა ბანკი შესაბამისობაშია მომხმარებელთა დაცვის 7 ძირითად პრინციპთან, მათ შორის  არის - მომხმარებლების დაცვა ზედმეტი ვალდებულებებისგან, ჭარბვალიანობის პრევენცია, მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არსებობა, პროდუქტის დიზაინი და გონივრული ფასი.

ფინკა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სერტიფიკატი პირველად 2016 წელს მიიღო. ფინკა ბანკი არის პირველი ქართული საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც SMART სერტიფიკატი გადაეცა. სერტიფიკატი 4 წლიანია, თუმცა მიღებიდან 2 წლის შემდეგ კომპანიამ კვლავ უნდა გაიაროს აკრედიტაცია და დაადასტუროს მომხმარებლეთა დაცვის პრინციპების შესაბამისობა. ფინკა ბანკმა ამჯერადაც დაადასტურა, რომ ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია მომხმარებლების უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და ეფუძნება სამართლიან და ეთიკურ მიდგომებს.

 

როგორც ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა აღნიშნა, სერტიფიკატის მეორედ მიღება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფინკა ბანკისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა. “მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორედ მივიღეთ SMART სერტიფიკატი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტისთვის, რაც ასე პრიორიტეტულია ჩვენთვის. ეს ნიშნავს, რომ ფინკა ბანკის საქმიანობა დაფუძნებულია სამართლიანობასა და ეთიკურობაზე და ეს უკვე აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. ვამაყობთ, რომ მომხმარებლებს ვთავაზობთ პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას“.

 

ფინკა ბანკი 20 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე მუშაობს და ფინანსურ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებს. SMART Campaign მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა საფინანსო სექტორში.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
26 ივნისს, 22:00 საათზე (მის: ქუთაისი, დავით აღმაშენებლის მოედანი)
ინდუსტრიული
16:05 / 26.06.2019
26 ივნისს, 22:00 საათზე (მის: ქუთაისი, დავით აღმაშენებლის მოედანი) ინდუსტრიული
ქუთაისის სასტუმროებში ჯავშანი 102-მა  ტურისტმა გააუქმა.
15:50 / 26.06.2019
ქუთაისის სასტუმროებში ჯავშანი 102-მა  ტურისტმა გააუქმა.
12:56 / 26.06.2019
"ვიზეარი" ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს.
როგორ მზადდება თხის რძისგან ერთ-ერთი ძვირადღირებული ყველი, რატომ
17:44 / 25.06.2019
როგორ მზადდება თხის რძისგან ერთ-ერთი ძვირადღირებული ყველი, რატომ
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 5 თვის განმავლობაში
16:30 / 25.06.2019
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 5 თვის განმავლობაში
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 19 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 31 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019