ეკონომიკა
3 და 4 მაისს ქუთაისი მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს
3 და 4 მაისს ქუთაისი ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს. ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ ქალთა ეკონიმიკური გაძლიერების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ეს ფორუმი იქნება ქუთაისის დღეების გაგრძელება და ამ ფორუმზე ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი საქმიანობა, გამოფინონ სხვადასხვა პროდუქცია.

"3 და 4 მაისი იქნება მასშტაბური ღონისძიება იმ თვალსაზრისით, რომ იქნება როგორც ექსპო გამოფენები, ადგილობრივ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, ასევე იქნებ სასესიო მუშაობა, სადაც ჩვენ ვფიქრობთ მნიშვნელოვანი დრო უნდა დავუთმოთ იმაზე საუბარს, თუ რა ტიპის შესაძლებლობები არსებობს ინვესტირებისათვის, რა ფინანსური რესურსები არსებობს დაინტერესებული მხარეებისათვის."- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

3 და 4 მაისს გამართულ ბიზნესფორუმზე ცალკე სესია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებასა დაეთმობა, ასევე ცალკე იმსჯელებენ იმაზე, თუ რაში მდგომარეობს თვითმმართველობის როლი და რა შეიძლება გააკეთოს მან ბიზნესის განვითარების კუთხით.

"ამ მხრივ ვიტყოდი, რომ თვითმმართველობა შედარებით არათანაბარ პირობებშია ცენტრალური ხელისუფლების სხვა შტოებთან მიმართებაში იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მოსახლეობასთან ყველზე ახლოს მდგომი სახელისუფლებო განშტოება, რომელსაც ძალიან კარგად გვესმის საჭიროებები, თუმცა ყველაზე ნაკლები შეგვიძლია თუნდაც სამართლებრივი თვალსაზრისით ამ მიმართულებით გავაკეთოთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ, შევქმნათ ქალაქის მიმზიდველობის პერსპექტივა და კარგად გავაცნობიეროთ რაში მდგომარეობს ეს მიმზიდველობა, რა შეგვიძლია შევთავაზოთ ინვესტორებს და ამ მიმართულებით ძალიან ბევრს გავაკეთებთ."- განაცხადა ქუთაისის ვიცე მერმა ნინო თვალთვაძემ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
როგორ მზადდება თხის რძისგან ერთ-ერთი ძვირადღირებული ყველი, რატომ
17:44 / 25.06.2019
როგორ მზადდება თხის რძისგან ერთ-ერთი ძვირადღირებული ყველი, რატომ
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 5 თვის განმავლობაში
16:30 / 25.06.2019
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 5 თვის განმავლობაში
ქუთაისში სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია და
სამრეწველო
19:29 / 19.06.2019
ქუთაისში სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია და სამრეწველო
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე
მიღება განაახლა.
14:31 / 10.06.2019

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განაახლა.

1 ივნისს ფინკა ბანკში ფულად გზავნილებზე კიდევ ერთი აქცია დაიწყო.
1 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ან
გააგზავნის
14:38 / 04.06.2019

1 ივნისს ფინკა ბანკში ფულად გზავნილებზე კიდევ ერთი აქცია დაიწყო. 1 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ან გააგზავნის

ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 19 - 36 °C
img
ქუთაისი 22 - 33 °C
img
ბათუმი 23 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019