წყალტუბომ იმერეთში მოქმედი  ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა.

multicat=36 აჭარის შემდეგ თიბისი ბანკის ბიზნესკლიენტები ამჯერად იმერეთში შეიკრიბნენ. ბიზნესმენებს აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკა ქურდიანის თქმით, იმერეთის ბიზნეს ფორუმი, რომლითაც თიბისის ინიცირებული ფორუმების სერია გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია და ბიზნესკლიენტები გებულობენ თუ როგორ უწყობს ხელს თავის და არამარტო თავის კლიენტებს ხელს მათი საქმიანობის განვითარებაში.

“ფორუმის მიზანია ცნობისმოყვარეობის გაღვივება. ზოგადად თიბისი ბანკი ბევრ საქმიანობას ეწევა ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით. ერთ-ერთი ფორმატი არის ბიზნეს ფორუმების მოწყობა, რომელიც დასავლეთიდან დავიწყეთ. პირველი იყო ბათუმში. მეორეა წყალტუბოში და მოიცავს იმერეთის რეგიონს.ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვიწვიოთ ჩვენი ლოკალური კლინეტები თუ პატრნიორები და მათ ძალიან საინტერესო თემები გავაცნოთ.”- განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

თიბისი ბანკის ორგანიზებულ მასშტაბურ ბიზნეს ფორუმზე 9 სპიკერი კლიენტების წინაშე სხვადასხვა თემით წარსდგა: ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, რეგიონებში თიბისი ბანკის კორპორატიული მომსახურეობა, ბიზნესში თანამედროვე ტენდენციები, კულტურა 3.0, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, “სილავმარკე”,IFRS for SME , საგდასახადო სიახლეები და გარემო ბიზნესისათვის, მოტივაცია გაყიდვებში.

“2019 წლის პირველი იანვირიდან ბიზნესი ვალდებულია ფინანსური ანგარიშება მოამზადოს გარკვეული სტანდარტის მიხედვით. ჩემი გამოსვლის ფარგლებში მიმოვიხილე თუ რა არის ეს სტანდარტი და რა სარგებელი მოაქვს ამ გზით ანგარიშგებას.ასევე მიმოვიხილე ის მხარე, თუ როგორ უნდა გადავიდნენ დღევანდელი მდგომარეობიდან კომპანიები და ბიზნესები ამ ახალ სტანდარტზე”,- განაცხადა SavvY-ს მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ.
ფორუმში მონაწილე ბიზნესმენების თქმით, მათ საინტერესო ინფორმაცია მიიღეს სასტურმომომსახურეობის, გაყიდვების ტექნიკისა მათთვის საინტერესო მიმართულებებში არსებული სიახლეების შესახებ.

“სიახლეები მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისათვის, რომელიც განვითარებაზეა ორინეტირებული. ეს იყო ძრითადი მიზეზი რის გამოც აქ მოვედი. ყველა თემა საინტერესო იყო, მაგრამ მათ შრის გამოვყობდი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას. ეს პროგრამა რამდენიმე წელია არსებობს და ისევ გრძელდება. ეს მცირე და საშალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს როგოგორც ნულოვანი საწყისების კომპანიებისთვისაა მნიშვნელოვანი, ასევე იმათთვის ვინც უკვე დიდი ხანია არსებობენ და უნდათ სამომავლოდ ისევ განვითარება.”- განაცხადა სასტუმროს “პრომეთე” ხელმძღვანელმა ხათუნა მაღლაკელიძემ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ნანა შონიას თქმით, ბანკი მათთან 20 წელია თანამშრომლობს და აკურსდამთავრებულების სტაჟირებასა და დასაქმებას უზრუნველყოფს.

“ფორუმზე ვარ როგორც პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ჩვენ და თიბისი ბანკს 20 წლიანი ურთიერთანამშრომლობის ისტორია გაგვაჩნია. ეს ბანკი იყო პირველი, როდესაც 90-იან წლებში ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმება დაიწყეს. მას შედმეგ გრძელდება ეს თანამშრომლობა. სტაჟირებაზე იღებენ ჩვენს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და მე ვამაყობ იმით, რომ ამ ბანკში დასაქმებულთა უმეტესობა არის ჩვენი კურდამთავრებული. თიბისი ბანკი ყოველწლიურად ჩვენი კურსდამთავრებულების 12 პროცენტს მაინც ასაქმებს.”- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელძღვანელმა ნანა შონიამ.

ბიზნეს ფორუმი აჭარისა და იმრეთის შემდეგ უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გაიმართება.

თიბისის რეგიონალური ბიზნეს ფორუმის პარტნიორია “ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის”(EFSE).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *