ეკონომიკა
ფინკა ბანკის ახალი საკრედიტო პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია

ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.

ეს არის სესხი მათთვის, ვისაც აქვთ სტაბილური შემოსავლები, თუმცა უჭირთ ამის დოკუმენტურად დადასტურება.

 

როგორც ირაკლი აბაშიძე, ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ამბობს, ახალი საკრედიტო პროდუქტების მიზანია როგორც არსებული, ისე ახალი მომხმარებლებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომის გაზრდა. „ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი საკრედიტო პროდუქტების ჩამონათვალი, რომ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს შევთავაზოთ მათზე მორგებული პროდუქტები მათზე მორგებული პირობებით და გადახდის გრაფიკით. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, მათ აქვთ შემოსავალი, მაგრამ იმიტომ რომ ვერ ახდენენ მის დადასტურებას დოკუმენტურად, ვერ იღებენ სესხს და უწევთ სხვა, ბევრად ძვირიანი ფინანსების მოძიება. სწორედ მათთვის – ძიძებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, რეპეტიტორებისთვის, ხელოსნებისთვის, მომსახურების სფეროში დასაქმებული პირებისთვის, შევქმენით ჩვენი ახალი პროდუქტი“ – ამბობს ირაკლი აბაშიძე.

ფინკა ბანკში ასევე, ხელმისაწვდომია ახალი პროდუქტი – საკრედიტო ლიმიტი. საკრედიტო ლიმიტი არის წინასწარ დამტკიცებული თანხა, რომლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზნობრიობით გამოყენება არის შესაძლებელი. ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის დროს ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე, რაც მომხმარებლისათვის ძალიან მოსახერხებელია: ის ყოველ თვე ერთსადაიმავე თანხას იხდის, მიუხედავად ათვისებული თანხისა. საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს შემოსავალი.

ავტომობილის მფლობელებისთვის ფინკა ბანკი განაგრძობს ავტო სესხის შეთავაზებას. ავტო სესხის აღება შესაძლებელია 30 წუთში. სესხის აღების დროს ავტომობილის შეფასება ხდება რეალური ღირებულების შესაბამისად, ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის, რაც საერთო ჯამში ამცირებს პროდუქტის ფასს და საინტერესოს ხდის მას მომხმარებლისათვის.

ფინკა ბანკში ამჟამად მიმდინარეობს აგრო სესხების აქციაც, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს. დეტალური ინფორმაცია ფინკა ბანკის სესხების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერზე www.FINCA.ge

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის
პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ
ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური
საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.
17:03 / 12.07.2019

5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.

წყალტუბოში
11:37 / 10.07.2019
წყალტუბოში "იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი" გაიმართება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილი
სანატორიუმის
15:36 / 09.07.2019
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილი სანატორიუმის
17:07 / 05.07.2019
"სტატსისტიკა, რომლის წარმოებაც დავიწეთ 20 ივნისის შემდეგ, თუ რა დანაკარგები მივიღეთ რუსული ემბარგოს
პოლონეთის, ვიელკოპოლსკას რეგიონის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონს
ეცნობიან.
13:43 / 05.07.2019
პოლონეთის, ვიელკოპოლსკას რეგიონის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონს ეცნობიან.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 17 - 30 °C
img
ქუთაისი 18 - 28 °C
img
ბათუმი 19 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019