ეკონომიკა
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება
რამდენიმე კვირაში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა.

"რამდენმე კვირაში დაიწყება კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოს მშენებლობა საქართველოში და ეს იქნება პირველი ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში და ზოგადად მთლიანად რეგიონში. რაც კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. რამდენიმე თვის წინ, თუნდაც როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა. ჩვენ, რელურად, ჩვენი თვალით, რეალურ ცხოვრებაში, უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო, დიახ, გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს უნიკალური საინვესტიციო პირობები. იცით, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობები,მაგრამ ეს არ არის საკმარისი - ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური მეთოდებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქარხანა 40 ათას ელქტრომობილს გამოუშვებს, საიდანაც 50 პროცენტი ქვეყნის შიდა ბაზარზე გაიყიდება. დანარჩენი კი ევროკავშირში ექსპორტზე გავა. ქუთაისში დამზადებული ელექტრომობილები საავტომობილო ბაზარს 2020 წლისათვის შეემატება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ფინკა ბანკის ახალი უნიკალური პროდუქტი საკრედიტო ლიმიტი რამდენიმე
თვეა დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაზარზე და მოთხოვნა დღითიდღე
იზრდება.
17:00 / 16.10.2019

ფინკა ბანკის ახალი უნიკალური პროდუქტი საკრედიტო ლიმიტი რამდენიმე თვეა დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაზარზე და მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

წყალტუბოში, სოფელ გეგუთში სოციალური საწარმო გაიხსნა. საწარმოს
გახსნას 
16:48 / 16.10.2019
წყალტუბოში, სოფელ გეგუთში სოციალური საწარმო გაიხსნა. საწარმოს გახსნას 
წყალტუბოში, სოფელ გეგუთში, სოციალური საწარმო გაიხსნება. ფონდ
,,აფხაზინტერკონტის
11:52 / 15.10.2019
წყალტუბოში, სოფელ გეგუთში, სოციალური საწარმო გაიხსნება. ფონდ ,,აფხაზინტერკონტის"
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური განვითარების
თანამედროვე მოდელებზე ისაუბრეს.
15:50 / 14.10.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მოდელებზე ისაუბრეს.
თერჯოლაში, სოფელ ეწერში, ელგუჯა ბიწაძე ,,დაბრუნებულ ყველს
14:29 / 14.10.2019
თერჯოლაში, სოფელ ეწერში, ელგუჯა ბიწაძე ,,დაბრუნებულ ყველს" ამზადებს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ოქტომბერი  »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 11 - 24 °C
img
ქუთაისი 13 - 25 °C
img
ბათუმი 17 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
"სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს"-აქციაზე ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები მივიდნენ
მეშახტეების საპროტესტო აქციას ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ.
12:55 / 25.09.2019