ეკონომიკა
დასავლეთ საქართველოს კარსტული მღვიმეებისა და ჩანჩქერების ნაწილი მოუვლელი და მიტოვებულია
რა მდგომარეობაშია დასავლეთ საქართველოში მღვიმეები და ჩანჩქერები? - ამის შესახებ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიოფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს. დასავლეთ საქართველოში კარსტული მღვიმეებისა და ჩანჩქრების მდგომარეობას რეგიონული კონფერენცია მიეძღვნა.

" ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ისეთ მცირე მღვიმნეებზე, სადაც სპელეოლოგების გარდა ვერ ჩავლენ, მაგრამ მოსახლეობა მაინც ჩადის აზიანებს. გვინდა გაიზარდოს ცნობიერება და არ დაამტყვრიონ მილიონობით წლით ნაზარდი სტალაგმიტები და სტალაქტიდები. ეს გვინდა მოსწავლეებს გადავცეთ. ეკოლოგიური თვალსაზრისით სავალაო ბმდგომარეობაშია მღვიმეების ნაწილი. ზოგან აბსოლუტურად ყველას შეუძლია შევიდეს, ზედამხედველი არ ჰყავს. ასეა არა მხოლოდ იმერეთის , მთელი საქართველოს მასშტაბით. აუცილებელია გამკაცრდეს ზედამხედველობა".- განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბიოლოგიის კაბინეტის გამგემ მერაბ ახლობაძემ.

წყალტუბოში მდებარე "თეთრი მღვიმის" შესახებ ისაუბრა ქუთაისის მე-12 საკარო სკოლის მოსწავლემ ქეთევან გელენიძემ. აღნიშნა, რომ მღვიმე უნიკალურია, მაგრამ მიტოვებული, რაც წყალტუბოსა და მთელი იმერეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა მღვიმეს სამკურნალო თვისებები გააჩნია და ამ კუთხით მისი გამოყენებაც შეუძლებელია.

"ამ მღვიმემ დამაინტერესა იმიტომ, რომ უნიკალურიდა მიტოვებულია. მინდა რომ ყურაღება მიექცეს. მას ბრონქებისა და ასთმური დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. ახლა კარები მოხსნილია, სადენებიც გადაჭრილია, ტერიტორია დაბიძნურებულია. მინდა რომ ეს ადგილი თანამედროვე ტურისტულ ადგილად იქცეს."- ამბობს ქეთევან გელენიძემ.

კონფერენციზე მოსწავლეებმა 25 თემა წარადგინეს. ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს რეგიონული კონფერენცია მეორედ გაიმართა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პროგრამის ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს
14:35 / 13.02.2020
პროგრამის ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში წყალტუბოში,
ქუთაისში 3-4 მაისს დაგეგმილი საერთაშორისო ბიზნესფორუმი,
საინვესტიციო გარემო
11:56 / 13.02.2020
ქუთაისში 3-4 მაისს დაგეგმილი საერთაშორისო ბიზნესფორუმი, საინვესტიციო გარემო
ვინც 10 თებერვლიდან 10 მაისამდე  საკრედიტო ლიმიტის მინიმუმ
ნახევარს დახარჯავს,
18:24 / 10.02.2020

ვინც 10 თებერვლიდან 10 მაისამდე  საკრედიტო ლიმიტის მინიმუმ ნახევარს დახარჯავს,

ლუქსემბურგში დაგეგმილ მასშტაბურ ტურისტულ ღონისძიებაში ქუთაისი
ჩაერთვება.
17:05 / 07.02.2020
ლუქსემბურგში დაგეგმილ მასშტაბურ ტურისტულ ღონისძიებაში ქუთაისი ჩაერთვება.
Aliexpress WW
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
ამინდი
თბილისი -2 - 5 °C
img
ქუთაისი 4 - 12 °C
img
ბათუმი 2 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020