რა მდგომარეობაშია დასავლეთ საქართველოში მღვიმეები და ჩანჩქერები?

multicat=36 – ამის შესახებ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიოფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს. დასავლეთ საქართველოში კარსტული მღვიმეებისა და ჩანჩქრების მდგომარეობას რეგიონული კონფერენცია მიეძღვნა.

” ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ისეთ მცირე მღვიმნეებზე, სადაც სპელეოლოგების გარდა ვერ ჩავლენ, მაგრამ მოსახლეობა მაინც ჩადის აზიანებს. გვინდა გაიზარდოს ცნობიერება და არ დაამტყვრიონ მილიონობით წლით ნაზარდი სტალაგმიტები და სტალაქტიდები. ეს გვინდა მოსწავლეებს გადავცეთ. ეკოლოგიური თვალსაზრისით სავალაო ბმდგომარეობაშია მღვიმეების ნაწილი. ზოგან აბსოლუტურად ყველას შეუძლია შევიდეს, ზედამხედველი არ ჰყავს. ასეა არა მხოლოდ იმერეთის , მთელი საქართველოს მასშტაბით. აუცილებელია გამკაცრდეს ზედამხედველობა”.- განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბიოლოგიის კაბინეტის გამგემ მერაბ ახლობაძემ.

წყალტუბოში მდებარე “თეთრი მღვიმის” შესახებ ისაუბრა ქუთაისის მე-12 საკარო სკოლის მოსწავლემ ქეთევან გელენიძემ. აღნიშნა, რომ მღვიმე უნიკალურია, მაგრამ მიტოვებული, რაც წყალტუბოსა და მთელი იმერეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა მღვიმეს სამკურნალო თვისებები გააჩნია და ამ კუთხით მისი გამოყენებაც შეუძლებელია.

“ამ მღვიმემ დამაინტერესა იმიტომ, რომ უნიკალურიდა მიტოვებულია. მინდა რომ ყურაღება მიექცეს. მას ბრონქებისა და ასთმური დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. ახლა კარები მოხსნილია, სადენებიც გადაჭრილია, ტერიტორია დაბიძნურებულია. მინდა რომ ეს ადგილი თანამედროვე ტურისტულ ადგილად იქცეს.”- ამბობს ქეთევან გელენიძემ.

კონფერენციზე მოსწავლეებმა 25 თემა წარადგინეს. ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს რეგიონული კონფერენცია მეორედ გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *