ეკონომიკა
ევროპის დღეების ფარგლებში ჟურნალისტებისთვის იმერეთში მედიატური მოეწყო
25 მაისს, ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში, სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ადგილობრივი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მედია ტური მოეწყო. ჟურნალისტებს საშუალება ქონდათ ENPARDI-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროექტები დაეთვალიერებინათ.

ტურის ფარგლებში მონაწილეებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაურში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს, რომელიც 27 მეპაიესგან შემდგარი კოოპერატივია. ისინი ბაზარზე ყველითა და სულგუნით არიან წარმოდგენილები. კოოპერატივის ხელმძღვანელის მიხეილ ჭანკოტაძის თქმით, ამ ეტაპზე ყოველდღიურად მხოლოდ 500 ლიტრი რძის მიღებას ახერხებენ. მიღებული პროდუქტის რეალიზაცია არ უჭირთ, რადგან ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალი პროდუქტია. მათ მიერ წარმოებული რძის პროდუქტების შეტანა საბავშვო ბაღებშიც ხდება. აღნიშნულ საწარმოში 20-მე ადგილობრია დასაქმებული.

კოოპერატივი "მეღვინეობა საზანო" 7 მეპაიესგან არის შემდგარი. 8 ჰექტარ მიწაზე გაშენებული ვენახებიდან მოსავლის მიღებას და ღვინის ჩამოსხმას ENPARDI-ის პროექტის დაფინანსებულ მარანში უკვე სამი წელია ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში მათ 150 000 ლარის დაფინანსება მიიღეს. აქვე ახდენენ ჩამოსხმას და ეტიკეტირებას. მათ მიერ წარმოებული ღვინო იყიდება როგორც ქართულ ბაზარზე ასევე, ინგლისშიც. კოოპერატივის ხელმძღვანელის გივი ჩუბინიძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო კოოპერატის კიდევ ერთი მიმართულებით განვიტარება, რომელიც რძის პროდუქტების წარმოების ამუშავებას ეხება. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით მათ მინი საწარმო შექმნეს, რაც ნატურალური რძის ჩაბარებაზეა ორიენტირებული. საწარმო 2020 წლისთვის ამუშავდება.

"მედია ტური ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში იმერეთში დაგეგმილი აქტივობებიდან ბოლო იყო. ვფიქრობ მნიშვნელოვანია მედიისთვის იმ საწარმოების გაცნობა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და ჩამოყალიბდა. ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება თუ რა სახის პროექტებს აფინასებს ევროკავშირი, რათა მეტ ადამიანს ქონდეს სურვილი თავადაც ჩაერთონ მსგავსი პროექტების განხორციელებაში" - აღნიშნა იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.

ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში იმერეთის რეგიონში 20 სხვადასხვა სახის აქტივობა ჩატარდა. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისიდან დამატებით ევროპის კიდევ ორ ქალაქში მოხვედრაა
შესაძლებელი.
18:53 / 13.09.2019
ქუთაისიდან დამატებით ევროპის კიდევ ორ ქალაქში მოხვედრაა შესაძლებელი.
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის
17:16 / 09.09.2019
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი 8
თვის მონაცემებით
16:58 / 09.09.2019
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი
16:38 / 09.09.2019
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმი საქართველოს
ოკუპირებული
18:43 / 06.09.2019
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმი საქართველოს ოკუპირებული
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019