ეკონომიკა
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელი 3 მემორანდუმს მოეწერა
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა სამ მემორანდუმს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია "აი გრუპს", სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და კომპანია "აი გრუპს", აგრეთვე კომპანია "აი გრუპსა" და ჩინურ კომპანია "ჩანგანს" შორის. ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოში ჩინეთის ელჩი ძი იანჩი.

"უახლოესი თვეების განმავლობაში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება, რაც რეგიონში პირველი პრეცენდენტია. ეს იქნება საკმაოდ მაღალტექნოლოგიური წარმოება, საქართველო განამტკიცებს თავის პოზიციებს და გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტიორი ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ქარხნის მშენებლობა ორი თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა.

კომპანია "აი გრუპი" ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა, პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს. საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში "მწვანე ეკონომიკის" განვითარების მნიშვნელობას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის განვითარება მთავრობის გაცხადებული პოლიტიკური პრიორიტეტია, რაც სხვა საკითხებთან ერთად ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასაც გულისხმობს, ამაში კი ახალი ქარხნის პროდუქცია თავის წვლილს შეიტანს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2019 წლიდან უფრო მეტმა ქალმა განაცხადა, რომ გახდეს ეკონომიკურად
ძლიერი. - ამის შესახებ საქართველოს
12:20 / 02.08.2019
2019 წლიდან უფრო მეტმა ქალმა განაცხადა, რომ გახდეს ეკონომიკურად ძლიერი. - ამის შესახებ საქართველოს
ევროკავშირის პროგრამა ENPARD--ის ხელშეწყობით წყალტუბოს
მუნიციპალიტეტში ადგილობრივი
16:54 / 01.08.2019
ევროკავშირის პროგრამა ENPARD--ის ხელშეწყობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო
საკუთრებაში
16:18 / 01.08.2019
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო საკუთრებაში

პროექტები, რომელბიც იმერეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის კუთხით
ევროკავშირის დახმარებით ხორცილედება.
20:04 / 31.07.2019
  • პროექტები, რომელბიც იმერეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის კუთხით ევროკავშირის დახმარებით ხორცილედება.
5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის
პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ
ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური
საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.
17:03 / 12.07.2019

5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.

ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« აგვისტო  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
თბილისი 18 - 34 °C
img
ქუთაისი 19 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
19:28 / 30.07.2019
,,ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა
10:17 / 31.07.2019
საკრებულოში გია უკლებას ადგილს რომან ქვაჩაკიძე დაიკავებს
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
16:50 / 31.07.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

17:09 / 21.08.2019
"ამ გაერთიანებამ რღვევა გიორგი გიორგობანიდან დაიწყო"
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
17:06 / 01.08.2019