ეკონომიკა
"ბაზრობებსა და სუპერმარკეტებში უნდა ვეძებდეთ არა ზოგადად იმერულ ყველს, არამედ საზანოს იმერულს, თერჯოლის იმერულს და ა.შ."
"იმერულ ყველს არაფერი აკლია, მაგრამ იმის გამო, რომ მასიურ ყველად ითვლება და სჭირდება თავისი მნიშვნელობის დაბრუნება."- ამის შესახებ ქართული ყველის ისტორიის მკვლევარმა ანა მიქაძემ ქუთაისში ყველის ფესტივალზე ყოფნისას განაცხადა. მისივე თქმით, იმერული ყველი იმის მიხედვით, თუ რომელ სოფელში მზადდება, ერთმანეთისგან საგემოვნო თვისებებითაც განსხვავდება, ამიტომ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში იმერული ყველის ნაირსახეობებს უნდა ვკითხულობდეთ და არა ზოგადად იმერულ ყველს.

"იმერულ ყველს არაფერი აკლია, მაგრამ იმის გამო, რომ მასიურ ყველად ითვლება და სჭირდება თავისი მნიშვნელობის დაბრუნება. ყველა სოფელი, რომელიც ამზადებს იმერულ ყველს, მაგალითად თერჯოლის იმერული, ხარაგაულის იმერული, საზანოს იმერული გამოირჩევიან ერთმანეთისგან საგემოვნო თვისებებით. ამათი პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. ვთავაზობ საქპატენტს და რასაკვირველია იმერეთს, ტურიზმის ცენტრს, რომ ეს ნიშნა იმერულ ყველს გამოვუჭრათ. თელავში თუ კეთდება თეთრი ყველი, მას არ ერქვას იმერული ყველი, ერქვას თელავის თეთრი ყველი, ან შიდა ქართლში თუ კეთდება შიდა ქართლის სუფრული და ა.შ. იმერული ყველი უნდა ეკუთვნოდეს იმერეთს და ჩვენ თბილისის ბაზრობებზე და სუპერმარკეტებში უნდა ვეძებდეთ არა ზოგადად იმერულ ყველს, არამედ საზანოს იმერულს, თერჯოლის იმერულს და ა.შ. ეს იქნება ჩვენ გამარჯვება, რომ იმერულ ყველს თავის ადგილს მივუჩენთ და პატივს მივაგებთ." - განაცხადა რადიო "ძველ ქალაქთან" საუბრისას ანა მიქაძემ.

იმერული ყველი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. საქრძის 2018 წლის მონაცემებით, იმერული ყველის ბაზრის კვლევის შედგებით, ყველი - ქართველო მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია. აღმოჩნდა რომ გამოკითხულთა (953 ადამიანი) უმრავლესობა (93%) მიირთმევს. ყველს მომხმარებელთა 26% სასურსათო მაღაზიებში და სუპერმარკეტების ქსელში ყიდულობს, 24% ბაზარში, ხოლო 14% ჰიპერმარკეტებში. გამოკითხულთა 84% იმერულს გემოვნური თვისებებით არჩევს, 61% კი თვლის რომ ყველი რომელსაც ყიდულობს შემოწმებულია.


ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,ჩემი ინიციატივა იყო, რრომ ეს შეხვედრა ყოფილიყო და გვესაუბრა იმ
გამოწვევეზე რაც
20:46 / 16.11.2019
,,ჩემი ინიციატივა იყო, რრომ ეს შეხვედრა ყოფილიყო და გვესაუბრა იმ გამოწვევეზე რაც
ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია 
Ryanair-მა თბილისის
11:17 / 08.11.2019
ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის
ოკაცეს კანონს, 6 თვეში, 21 ათასი ვიზიტორი ეწვია. დაცული
ტერიტორიების
16:28 / 07.11.2019
ოკაცეს კანონს, 6 თვეში, 21 ათასი ვიზიტორი ეწვია. დაცული ტერიტორიების
2019 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ყაზბეგის ეროვნულ
პარკს,
16:20 / 07.11.2019
2019 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ყაზბეგის ეროვნულ პარკს,
,,იმერულ მეღვინეობაში კომპანია ,,ხარება
16:01 / 06.11.2019
,,იმერულ მეღვინეობაში კომპანია ,,ხარება" განსაკუთრებულ როლს თამაშობს." -ამის შესახებ გარემოს
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი -1 - 9 °C
img
ქუთაისი 8 - 18 °C
img
ბათუმი 10 - 17 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019