ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 5 თვის განმავლობაში

multicat=36 ქუთაისს 5 ათას 545 ვიზიტორი ეწვია. პირველი ათეული ასე გამოპიყურება: ყველაზე მეტი ვიზტორი პოლონეთიდან ჩამოვიდა – 1439, 1086 კი გერმანიიდან, მესამე ადგილს რუსეთი 476 ვიზიტორით იკავებს, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო – 443, ლატვია -295, ლიტვა – 224, საფრანგეთი – 215,  ესპანეთი – 159, უნგრეთი – 159, ჩეხეთი – 125.

2019 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა ქუთაისში გაზრდილია. 

თუ 2018 წლის იანვარში ქუთაისს 249 ვიზიტორი ჰყავდა, წელს 366 ჩამოვიდა. 2018 წლის თებერვალში 222 ტურისტი იყო, 2019 წლის თებერვალში კი 432; გასული წლის მარტში ქუთაისი 546-მა უცხოელმა მოინახულა, მიმდინარე წლის მატრში კი ქალაქს 783 ტურისტი სტუმრობდა; 2018 წლის აპრილში ქალაქში 1393 ვიზტორი დაფიქსირდა, მაშინ როცა წელს, აპრილში, მათი რაოდენობა  1957-ს მიაღწია; გასული წლის მაისში კი ქუთაისი 1949 ვიზიტორმა მოინახულა, 2019 წლის მაისში კი მათი რაოდენობა 2007-მდე გაიზარდა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *