“ვიზეარი” ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს.

multicat=36 ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია “ვიზეარ”-თან ახალი შეთანხმების შესახებ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 12 ახალი ავიამიმართულებით ქალაქებში: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ იფრენს.

“ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებით ევროპელი ტურისტი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით, პირველად ისტორიაში, გვექნება პირდაპირი ფრენები. როგორც იცით, სკანდინავიაში საქართველოს მონახულების მიმართ მზარდი ინტერესია და აქედან გამომდინარე, შევძლებთ, რომ ამ ქვეყნებიდანაც მივიღოთ ტურისტები. ეს არის შედეგი რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკების, რომელიც წარმატებით დასრულდა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი მიმართულებებით რეისები კი 2020 წლის ზაფხულიდან შესრულდება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *