ქუთაისის სასტუმროებში ჯავშანი 102-მა  ტურისტმა გააუქმა.

multicat=36 ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, მათთან რეგისტრირებული სასტუმროებიდან ჯავშნის გაუქმება მხოლოდ 8 სასტუმროში დაფიქსირდა.

“ჩვენს ბაზაში მხოლოდ 180 სასტუმროა რეგისტრირებული. აქედან 8 სასტუმროში ჯამში 102 ჯავშანია გაუქმებული.”- განაცხადა ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა.

რამდენად აისახა ტურისტულ სეზონზე ქვეყანაში შექმნილი ვითარება ამის შესახებ ქუთაისის ტურიზმის ცენტრშიო მონაცემებს მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

“ვამუშავებთ სტატისტიკას და მალე გვექნება მონაცემები. გასულ კვირას,20 ივნისამდე რა რაოდენობის ტურისტს მოემსახურა ტურიზმის ცენტრი და რა შეიცვალა მას შემდეგ. ამის შემდეგ მოხდება ანალიზის გაკეთება.”- განაცხადა ტატო ლილუაშვილმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ავიარეისების შესრულება აუკრძალა, სოციალურ ქსელში კამპანია “დაისვენე საქართველოში” დაიწყო.

ქუთაისის მერია დაძმობილებულ ქალაქებს მიმართავს და სთხოვს, რომ მათ საკუთარ მოქალაქეებს საინტერესო ტურისტულ მიმართულებად საქართველო და ქუთაისი შესთავაზონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *