26 ივნისს, 22:00 საათზე (მის: ქუთაისი, დავით აღმაშენებლის მოედანი) ინდუსტრიული

multicat=36 ჰოლდინგი ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავს, რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტს წარადგენს. 

პრეზენტაცია 20 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა ღონისძიება გადაიდო. ინდუსტრიული ჯგუფი “აიგრუპის” ინფორმაციით, ღონისძიების გადადების მიზეზი ქუთათელ – გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალება გახდა.

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ელექტრომობილების საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში 5000 ელექტრომობილი დამზადდება. პირველ ეტაპზე, ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia კი ევროპულ ბაზარზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები.

ქუთაისში პრემიერ მინისტრსაც ელოდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *