ეკონომიკა
"ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოებას აქვს ერთწლიანი ჩამორჩენა" - გიორგი კანდელაკი
,,ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი მთავრობას დაბალბიუჯეტიან კომპანია "ryanair-თან კონტრაქტის დროულ ხელმოწერას სთხოვს. მისივე განცხადებით, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა გაფორმებულიყო, რაც ქვეყანას მეტ შემოსავალს მოუტანდა. კანდელაკი ამბობს, რომ ქუთაისში აეროპორტის ტერმინალის მშენებლობას ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს, რის გამოც "ვიზეარი" ფრენებს ვერ ამატებს.

"გვინდა, მოვუწოდოთ მთავრობას, აღარ გააჭიანუროს დაბალბიუჯეტიან კომპანია ryanair-თან კონტრაქტის ხელმოწერა და გაიყვანოს ქუთაისის აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე დაგეგმილ მგზავრთა ნაკადზე. ryanair-ს ქუთაისში ფრენა უნდა დაეწყო 2013 წელს და დღეს ცხადია ბევრად უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა ეს ამბავი და ბევრად უფრო დიდი შემოსავალი ექნებოდა საქართველოს. მინდა აღვნიშნო, რომ ტერმინალის გაფართოვებას აქვს ერთწლიანი ჩამორჩენა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით თანახმად, ერთი წლით ჩამორჩება მშენებლობა გრაფიკს, რის გამოც "ვიზეარი" არ ამატებს რეისებს იმ ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც მას სურს. "- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება. მისივე თქმით, განხორციელდება არსებული სადგურის რეაბილიტაცია.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისიდან დამატებით ევროპის კიდევ ორ ქალაქში მოხვედრაა
შესაძლებელი.
18:53 / 13.09.2019
ქუთაისიდან დამატებით ევროპის კიდევ ორ ქალაქში მოხვედრაა შესაძლებელი.
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის
17:16 / 09.09.2019
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი 8
თვის მონაცემებით
16:58 / 09.09.2019
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი
16:38 / 09.09.2019
იმერეთის ტურიზმის მართვის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის პირველი
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმი საქართველოს
ოკუპირებული
18:43 / 06.09.2019
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმი საქართველოს ოკუპირებული
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 22 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019